შპს «თიგა-სერვისი» არის რკინიგზის მშენებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში.

კომპანიის გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების წარმატებულად წარმართვას.

ჩვენი კომპანია ახორციელებს სარკინიგზო ჩიხების პროექტირებას, შპს საქართველოს რკინიგზა-სგან ნებართვებისა და შეთანხმებების მოპოვებას, მიწის ვაკისების მომზადებას, უშუალოდ სარკინიგზო ჩიხების (ლიანდაგის ზედნაშენის) მშენებლობასა და რემონტს, ლიანდაგის რეხტირებას, მოყვანას გეგმასა და პროფილში და სხვა. აგრეთვე ნებისმიერი სარკინიგზო მასალის ყიდვა-გაყიდვას (რელსი, საისრო გადამყვანი, შპალი, ქვედი, ზედი, ქანჩ-ჭანჭიკი, ომბოხი და სხვა) (როგორც ახალი, ასევე მეორადი). აგრეთვე, კომპანია ახორციელებს ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სამუშაოებს.